საკონსტიტუციო სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე პარლამენტის შუამდგომლობას ხვალ განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე პარლამენტის შუამდგომლობას ხვალ განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, ჯერ პარლამენტის შუამდგომლობას განიხილავს და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

გიორგი პაპუაშვილის თქმით, მოსამართლის აცილების პრეცედენტი უახლოეს პერიოდში არ ყოფილა. ყოფილა შუამდგომლობა, თუმცა სასამართლოს ის არ გაუზიარებია.

„სასამართლო ხვალ იწყებს საქმიანობას. ოფიციალური შუამდგომლობა ალბათ დღეს მოვა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, განხილული იქნება რამდენად ექვემდებარება ჩვენს იურისდიქციას და შემდეგ იქნება შუამდგომლობა დაყენებული, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ნორმის დროებით შეჩერების შესახებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადებები კეთდებოდეს, რისი უფლებაც პოლიტიკოსებს აქვთ, თუმცა იმიჯის ინდიკატორი მაინც სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლის შედეგით უკმაყოფილო არასდროს არავინ დარჩენილა.