საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების აცილების საკითხთან დაკავშირებით სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების აცილების საკითხთან დაკავშირებით სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის შუამდგომლობაზე, რომელიც მოსამართლეების აცილების საკითხს ეხება, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

როგორც პაპუაშვილი ვარაუდობს, დღეს ოფიციალური სახით შევა პარლამენტის შუამდგომლობა სასამართლოში და კოლეგია ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად აზიანებს პარლამენტის მხრიდან ასეთი განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს იმიჯის მთავარი ინდიკატორი არის გადაწყვეტილებები, პოლიტიკოსებს კი შეუძლიათ აჟიოტაჟის ატეხვა და ამის უფლება აქვთ.

"განცხადებები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. მთავარია, სასამართლომ კანონის მიხედვით განიხილოს ეს განცხადებები. სასამართლოს იმიჯის ყველაზე მთავარი ინდიკატორი არის მისი გადაწყვეტილებები. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ გადაწყვეტილებებით. რაიმე არასწორი თუ გააკეთა სასამართლომ და ა. შ. ყველა გადაწყვეტილებას რატომღაც ყველა ეთანხმება, ასეთი კარგი გადაწყვეტილება არ მინახავსო და იმიჯისთვის თუ რაიმე აჟიოტაჟი იქნება, ეს პოლიტიკოსებს შეუძლიათ და ამის უფლება აქვთ", - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის შუამდგომლობას კანონის მიხედვით განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.