საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის შუამდგომლობა ოფიციალურად წერილობითი სახით ჯერ არ შესულა

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის შუამდგომლობა ოფიციალურად წერილობითი სახით ჯერ არ შესულა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის მიერ დღეს დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც "რუსთავი2"-ის სარჩელებთან დაკავშირებით მოსამართლეების აცილებას უკავშირდება, კომენტარს აკეთებს.

როგორც ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განუცხადა, სასამართლო პარლამენტის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას განიხილავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს. მისივე განმარტებით, საკონსტიტუტიცო სასამართლოში აღნიშნული შუამდგომლობა ოფიციალურად წერილობითი სახით ჯერ არ შესულა.

"დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი იქნა შუამდგომლობის ტექსტი. გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ შუამდგომლობა სასამართლოში ოფიციალურად წერილობითი სახით ჯერ არ შემოსულა, თუმცა ის უკვე გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას განიხილავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს", - აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.

მისივე განმარტებით, მოსამართლის აცილების შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს ადრეც მიმართეს, თუმცა სასამართლოში მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილეა არ ფიქსირდება.