ათონელის რეზიდენციის ბედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ეხება, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
კახა კოჟორიძის განმარტებით, ამ კითხვის ადრესატი არ არის არც პრეზიდენტი და არც მისი ადმინისტრაცია, არამედ კითხვა ეხება მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
"ამ კითხვის ადრესატი არ არის არც პრეზიდენტი და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ოფიციალური წერილობითი პასუხი გავეცით, რომ პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს და ეს პოზიცია არ შეცვლილა. ამ კითხვის ადრესატები არიან მთავრობის წევრები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ათონელის ბედი. ათონელის რეზიდენციის თუ შენობის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტი რომ იქ არ გადადის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.