იორდანიაში 2 ამერიკელი სამხედრო მოკლეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დედაქალაქ ამანის სიახლოვეს მდებარე საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
ადგილობრივი წყაროს ცნობით, იორდანიის პოლიციის თანამშრომელმა ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები მოკლა, რის შემდეგადაც თვითმკვლელობა ჩაიდინა.
სააგენტო "ესოშიეთიდ პრესი" იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა ორი ამერიკელი.
პოლიციის საერთაშორისო საწვრთნელი ცენტრი იორდანიაში აშშ-ის დაფინანსებით მოქმედებს.