ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ნახევარი წლით გაახანგრძლივებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ნახევარი წლით გაახანგრძლივებს

ევროკავშირი დეკემბერში დაგეგმილ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ნახევარი წლით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს ცნობით, ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ სანქციების მოხსნის საფუძველი არ არსებობს. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ სასანქციო რეჟიმის შემსუბუქება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მოსკოვი მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებს სრულად შეასრულებს, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კი საერთაშორისო კონტროლი დაწესდება.

გამოცემა "დოიჩე ველე" აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვადა იანვრის ბოლოს იწურება. ყირიმის გამო დაწესებული სანქციები კი, 2016 წლის 23 ივნისამდე მოქმედებს.

კრემლში აცხადებენ, რომ სანქციებთან დაკავშირებით ოფიციალურ პასუხს ბრიუსელისგან ელოდებიან და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობიან.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი 2014 წლის მარტში დააწესა.