დეკემბრის სამიტზე ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას გეგმავს

დეკემბრის სამიტზე ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას გეგმავს

გერმანული გამოცემა „Handelsblatt“-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას.

როგორც გამოცემა წერს, სანქციების შემსუბუქება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებებს შეასეულებს და რუსეთ-უკრაინის საზღვარს საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებარებს.

ცნობისთვის, კრემლში აცხადებენ, რომ მათ არავითარი ვალდებულება არ აქვთ, რომ მინსკის შეთანხმება შეასრულონ, რასაც მსოფლიო თანამეგობრობა არ ეთანხმება.