სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ფედერიკა მოგერინი საქართველოში კონფერენციას დაესწრება, სადაც გენდერულ საკითხებზე იქნება მსჯელობა.
ზაქარეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ქართული პასპორტების მიმართ ოკუპირებული ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობისგან ყურადღება გაიზარდება.
"რაც შეეხება ფედერიკა მოგერინის ვიზიტს საქართველში, ეს ბავრად ადრე დაიგეგმა ვიდრე შეიძლებოდა საერთოდ, რომ "რუსთავი 2"-ის საკითხს ამ დონემდე მიეღწია. არანაირი საერთო მის ჩამოსვლას ამ ტელევიზიასთან არ აქვს, თუმცა ბუნებრივია ქვეყანაში არსებული პრობლემები მისი ინტერესების სფეროში იქნება. ის ჩამოდის რადგან საქართველოში კონფერეცია იწყება ხვალიდან, როგორც მე ვიცი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე და გენდერულ საკითხებზე იქნება მსჯელობა. საქართველოს მართლაც აქვს თავი წარმოსაჩენად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი კითხვები იყოს, მაგრამ ქალთა მონაწილეობა როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადო ცხოვრებაში საკმაოდ მაღალია, რითიც თავის მოწონება შეგვიძლია. მიმაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენი პასპორტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გაიზრდება ოკუპირებული ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.