უკრაინის პოლიციის გადაწყვეტილებით, ის ავტომობილები, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სანომრე ნიშნები ექნებათ, ჩაითვლებიან უნომრო მანქანებად და დაჯარიმდებიან.
რადგან ოფიციალური კიევი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ქვეყნის პოილიციამ აღნიშნული გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო.
უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში მილიცია შეცვალა, იურიდიულად ფუნქციონირება 2015 წლის 7 ნოემბერს დაიწყო.