უმჯობესი იქნება, თუკი

უმჯობესი იქნება, თუკი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გარდამავალ პერიოდში სპეციალური საბჭოს შეიქმნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გარდამავალ პერიოდში სპეციალური საბჭოს შეიქმნება.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭომ არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.

"რუსთავი-2"-თან დაკავშირებით არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რაიმენაირი ზეწოლა მოვახდინოთ ან ჩავერიოთ ამაში. მე ვისურვებდი, პროცესი შემდგომში ძალიან გამჭვირვალედ წარიმართოს, რომ ყველა მხარისთვის, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სჭირდება, მაქსიმალური ჩართულობა იქნებს უზრუნველყოფილი. ჩემი სურვილი იქნება, რომ ორივე მხრიდან არსებობდეს კონსტრუქციული მიდგომა, რათა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნეს უზრუნველყოფილი. მე მოვისმინე ტელეკომპანიის, არ ვიცი, არსებული ვუწოდო თუ ყოფილი, მფლობელების განცხადება, რომ უარი თქვეს რაიმე სახის მოლაპარაკებებში შესვლაზე. ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება. ვისურვებდი, რომ გარდამავალ პერიოდში ან, რაც გნებავთ ის ვუწოდოთ, არსებულ პერიოდში შექმნან პროფესიული ნიშნით და დამოუკიდებლობის მაღალი დონით უზრუნველყოფილი საბჭო, რომელიც თავის მხრივ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მეტი ჩარევის ბერკეტი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.