წყნარად ველოდები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, ვინ არის

წყნარად ველოდები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, ვინ არის "რუსთავი 2"-ის მესაკუთრე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო არის და იქნება სტაბილური ქვეყანა და ეს იდეა ყველამ უნდა დაუშვას საკუთარ თავში, რომ იცხოვროს მშვიდად და არ მიეცეს პანიკას.

როგორც ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა განუცხადა, "რუსთავი2"-თან დაკავშირებული პროცესები ქვეყანის სტაბილურობას საფრთხეს ვერ შეუქმნის.

"ამ 2-3 დღის მანძილზე ყველამ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ამ გზით მონაწილეობა მივიღეთ აჟიოტაჟში, რომელიც ამ საქმის გარშემო არსებობს. დღეს, ორშაბათს დილით დადგა დრო, რომ დავას მივცეთ თავისი დრო. დავა მიმდინარეობს და დღეს ახალი ამასთან დაკავშირებით არაფერი მაქვს სათქმელი. მშვიდად, წყნარად ველოდები მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს ვინ არის "რუსთავი2"-ის მესაკუთრე. არანაირი საფუძველი იმის, რომ რომელიმე მოქალაქე არის აღელვებული, ან შეშფოთებული არ არსებობს. ჩვენი ქვეყანა არის და იქნება სტაბილური ქვეყანა და ეს იდეა ყველამ უნდა დაუშვას საკუთარ თავში, რომ იცხოვროს მშვიდად და არ მიეცეს პანიკას", - განაცხადა წულუკიანმა.