აშშ სირიაში ამერიკელი სამხედროების დამატებითი ჯგუფის გაგზავნას არ გამორიცხავს

აშშ სირიაში ამერიკელი სამხედროების დამატებითი ჯგუფის გაგზავნას არ გამორიცხავს

აშშ სირიაში ამერიკელი სამხედროების დამატებითი ჯგუფის გაგზავნას არ გამორიცხავს. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. 
მისი თქმით, თუ სირიაში მოიძიებნებიან ადგილობრივი ძალები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოსთვის" წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ, თეთრი სახლი ახლო აღმოსავლეთში დამატებით ქვედანაყოფებს გააგზავნის. 
ერთი კვირით ადრეთ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ე.წ. ზომიერი ოპოზიციის მხარდასაჭერად, სირიაში 50 სპეცრაზმელს აგზავნის. ეშტონ კარტერის განმარტებით, ამერიკელი სამხედროები ადგილობრივ ოპოზიციურ ძალებს გაწვრთნიან.