რუსმა მხატვარმა პეტრ პავლენსკიმ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის კარებს ცეცხლი წაუკიდა. ვიდეოჩანაწერი მან სოციალური ქსელით გაავრცელა. როგორც პავლენსკიმ განმარტა, ეს იყო აქცია იმ "ტერორის" წინააღმდეგ, რომელსაც ე.წ. "ეფესბე" ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს.
სამართალდამცველებმა მხატვარი, ტელეკომპანია "დოჟდის" თანამშრომლებთან ერთად დააკავეს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ. ჟურნალისტები მოწმის სტატუსით დაკითხეს, რის შემდეგადაც გაათავისუფლეს.
პეტრო პავლენსკი პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე რჩება.