სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია დაველოდოთ, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ,,პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების შიმშილობის აქციის ერთ-ერთ მოთხოვნას. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სწორედ ეს მინისტრები მონაწილეობდნენ შუალედური არჩევნების გაყალბებაში.
,,სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია დაველოდოთ სასამართლოს", - განაცხადა ხიდაშელმა.