"7 ნოემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ დღეს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 7 ნოემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა.

"7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. თარიღი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად, გონივრული ნაბიჯებით, ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებით, შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს",- წერს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი.