აშშ გუანტანამოს ციხის 53 პატიმრის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ გუანტანამოს ციხის 53 პატიმრის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ გუანტანამოს 53 პატიმრის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. 
მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ პატიმართა ნაწილს სხვადასხვა ქვეყნები უკვე წლის ბოლომდე მიიღებენ.
გუანტანამოს ციხე 2002 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად, ტერორიზმის ბრალდებით ციხეში 112 ადამიანი იხდის სასჯელს.
გასული წლის ნოემბერში აშშ-მ გუანტანამოს ციხის 3 მსჯავრდებული საქართველოს გადასცა.