თამაზ ურთმელიძე სავარაუდოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრება

თამაზ ურთმელიძე სავარაუდოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელსაც სავარაუდოდ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც დაესწრება, 9 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ თამაზ ურთმელიძე ამ სხდომას დაესწრება. 
"ჩვენ ორშაბათს გვექნება სხდომა და იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვები გაჩნდა, ჩვენ მივცემთ ინფორმაციას საზოგადოებას. სხვა მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შევეცდებით ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ, ასევე უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები ამ პროცესში. განცხადების გაკეთების შემდეგ ბატონმა თამაზ ურთმელიძემ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა გვენეტაძემ.