უკრაინაში მილიცია ეროვნულმა პოლიციამ ჩაანაცვლა. როგორც გამოცემა "გორდონი" იტყობინება, დღეიდან ძალაში შევიდა კანონი "ეროვნული პოლიციის" შესახებ, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს ფუნქციებსა და ამოცანებს განსაზღვრავს.
კანონის თანახმად, პოლიციელებს საჯარო კონკურსის შედეგად, 4-წლიანი კონტრაქტით აიყვანენ. ეროვნულ პოლიციას საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
კანონის თანახმად, ეროვნული პოლიციის შექმნის პროცესი უახლოესი 6 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.