აშშ-ში მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ორი სამართალდამცველი დააკავეს. როგორც "ბიბისი" წერს, ჩიკაგოს პოლიციის ოფიცრებმა 6 წლის ბავშვი შემთხვევით დაჭრეს, როცა ბავშვის მამის დაკავებას ცდილობდნენ. მამაკაცი მძიმედაა დაჭრილი.
სამართალდამცველებს ბრალდება მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს. გამოძიება გრძელდება.