სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის, მაგრამ მორალის თავისუფლება, სამწუხაროდ, ბევრს დეფიციტში აქვს

სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის, მაგრამ მორალის თავისუფლება, სამწუხაროდ, ბევრს დეფიციტში აქვს

სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის, მაგრამ მორალის თავისუფლება, სამწუხაროდ, ბევრს დეფიციტში აქვს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. 
"ვიღაცას ეწერა 25 წელია წრეზე ვტრიალებთო - მე დავამატებდი 25 წელია პოლიტიკური მორალი არ იცვლება ქვეყანაში, ყველა სათავისოდ ცდილობს გამოიყენოს საზოგადოებისთვის საინტერესო ნებისმიერი თემა და ისტერიულად იწყება პოლიტიკური ქულების დაგროვების არაჯანსაღი შეჯიბრი. ვეკითხები მოსახლეობას, მაყურებელს, კოალიციის წევრებს, საქართველოს გულშემატკივრებს - სად დაირღვა სიტყვის თავისუფლება, სად ჩაერია ხელისუფლება რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებელ მუშაობაში?!. . .
თუნდაც ის განცხადებები, რომელიც დღეს ვრცელდება - მიუხედავად ავტორებისა, შინაარსისა თუ ფორმისა, არის თუ არა დემოკრატიის თვალსაჩინოება? დიახ, სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის, მაგრამ მორალის თავისუფლება, სამწუხაროდ, ბევრს დეფიციტში აქვს! 
რაც შეეხება დავას არხის მფლობელებს შორის - დააცადეთ პროცესს, მივიდეს თავის ლოგიკურ სამართლებრივ დასასრულამდე! სირცხვილი მტერსაც და ვითომ მოყვარესაც, რომ ქვეყნის იმიჯს აყენებს ჩრდილს თავისი პირადი ინტერესების და მიზნების გამო. სირცხვილი ჩვენ, რომ ჯერ თავისუფლება მოვიპოვეთ და მერე დავიწყეთ ყვირილი, დიქტატურის ძიება. დღევანდელ დღეს იმ დროს ვადარებთ, როცა სიტყვაც და ნებაც იზღუდებოდა.
იმედს ვიტოვებ ქვეყნის ინტერესები ერთხელ მაინც იქნება გამაერთიანებელი და საერთო მიზანი თითოეული ჩვენგანისთვის. ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა უნდა იყოს ყველა შეგნებული პოლიტიკოსის, მედიის წარმომადგენლის და მოქალაქის პრიორიტეტი", - წერს კახა კალაძე.