"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი ორგანიზაციის ვებგევრდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებების შესახებ საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას.
"სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს "ნიუსრუმებში" და არა სასამართლო დარბაზებში. სასამართლოს მცდელობა, გავლენა მოახდინოს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე, წარმოადგენს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საფუძვლების დარღვევას. მოვუწოდებ სასამართლო ხელისუფლებას სრულად სცეს პატივი "რუსთავის 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებას", - ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.