ჩემი პრეტენზიები უკან მიმაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს.
დეპუტატი "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით მის დღევანდელ განცხადებაზე განმარტებებს "Facebook"-ით აკეთებს.
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არასდროს, არასდროს არ უნდა ენდო გავრცელებულ ინფორმაციას, სანამ მას გულდასმით არ გადაამოწმებ. ჩემი გულისწყრომა გამოვთქვი მოსამართლე ურთმელიძის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროის ("გვიან ღამით") გამო. დადასტურდა, რომ გადაწყვეტილება არა გვიან ღამით, არამედ ნორმალურ სამუშაო დროს, 17:00 საათზე იქნა მიღებული და საზოგადოება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობა გამიზნულად, უმალვე შეცდომაში იქნა შეყვანილი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი პრეტენზიები ამ საკითხის ირგვლივ უკან მიმაქვს", - აცხადებს ზვიად კვაჭანტორიძე.
ამასთან, უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, მისი პირველი განცხადება ადასტურებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებებში არანაირად არ ერევიან.