"მოვითხოვ, აშშ-ის საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს, თუ რას ნიშნავს "რუსთავი 2"-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენები.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, გუშინ, 18:00 საათზე შევიდა.

"კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები. სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა გუშინ 18:00 საათზე და დღეს დილით 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა. მინდა  ხელი დამიდონ დოკუმენტზე, რა არის ღამით მომხდარი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც აშშ-ის ელჩის საქართელოში, იან კელის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს მთავრობას დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.