ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის დროებით მფლობელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეუდგნენ უფლებამოსილების განხორციელებას.
როგორც ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაცვლიშვილმა განუმარტა, მოსამართლის გუშინდელი განჩინება უკვე ძალაშია და ფაქტობრივად, რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები არიან.
"დროებითი მმართველები უკვე დანიშნულები არიან, გუშინდელი განჩინება ძალაშია შესული და ფაქტობრივად ისინი უკვე არიან დროებითი მმართველები. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეუდგნენ უფლებამოსილების განხორციელებას",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.