"თუ იქ შემომიშვებთ, ან ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ვილაპარაკოთ"- დავით დვალი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს

"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველი დავით დვალი ნიკა გვარამიასთან და ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან მოლაპარაკებას ეცდება.

დავით დვალმა დღეს ბრიფინგზე მყოფ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს მიმართა და უთხრა, რომ ის მზად არის, ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

"მე მზად ვარ, თუ რამე კითხვები, ეჭვები გაქვთ, ყოველგვარი ოფიციალური შემოჭრების გარეშე, თუ იქ შემომიშვებთ, ან სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. მე მტრად არ გიყურებთ, მე გიყურებთ, როგორც მომავალ თანამშრომლებს, რომლებსაც მიეცემათ საშუალება მოღვაწეობა გააგრძელონ. მზად ვარ, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, შევხვდეთ და ვისაუბროთ, თუ სურვილი გექნებათ", - აღნიშნა დავით დვალმა.