ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებთან მიმართებაში სიტყვა

ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებთან მიმართებაში სიტყვა "ზონდერის" გამოყენების გამო ბოდიშს იხდის

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან მიმართებაში სიტყვა "ზონდერის" გამოყენების გამო ბოდიშს იხდის.

როგორც ხალვაშმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც ჩანს, მან სიტყვა არასწორად შეარჩია და არაობიექტური უნდა ეთქვა.

"ზონდერად თუ ვინმემ ჩათვალა თავი, ეს მისი პრობლემაა", - აღნიშნა ხალვაშმა.

რაც შეეხება შესაძლო საკადრო ცვლილებებს ტელევიზიაში, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ პირობას ვერავის მისცემს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრები და სპეცრაზმელები პოსტებს შეინარჩუნებენ, თუმცა აცხადებს, რომ ჟურნალისტებს არავინ შეეხება.