"აწი მე და რეზო ვართ ოფიციალური მმართველები და ვერავინ ვერ ეღირსება სისხლის დაღვრას"

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, პროკურატურამ უნდა გამოქვეყნოს გამოძების მასალები, რათა ყველამ გაიგოს, როგორ წაართვეს მას "რუსთავი 2".

დვალის თქმით, სააკაშვილი, რომელიც დღეს ოდესიდან იძლევა ბრძანებებს, ისევ არევას ცდილობს ქვეყანაში არსებული სიტუაციის და ამიტომ დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიას ასე უბრძლოლველად არ დაუბრუნებენ.

"იქნებ მოვთხოვოთ პროკურატურას, რომ გამოაქვეყნოს ის ინფორმაცია, რომელიც გამოძიებაში დევს. ძალიან საინტერესო მასალებია, ვინ რა გააკეთა, ვინ რა იმოქმედა, გაკოტრებაზე როგორ გაუშვეს, ვისი დავალებით. დღეს ის პირები, რომლებიც ოდესიდან რაღაც გეგმებს აგზავნიან, მთავარი მონაწილეები არიან ამ პროცესის და არა ის კარსანიძე, რომელიც შლოპანცებით გამოიყვანეს, მომიყვანეს და გადააფორმებინეს წილები. ახლა მე ვთქვა, რომ კარსანიძემ წამართვა ტელევიზია?! ვინც წამართვა ტელევიზია, ოდესაში ზის და სამწუხაროდ, ისევ არევას ცდილობს, ბრძანებებს იძლევა და თქვენს გამოყენებას ცდილობს. მე ვიცი რომ ეს ძალიან ხანგრძივი ბრძოლა იქნება, არ ვარ ისე ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ვიფიქრო, უცებ დანებდებიან, მოინანიებენ და ჩაგვაბარებენ ტელევიზიას. გულში ჩავიხედოთ და ვთქვათ, ვინ აქცია ეს ტელევიზია ნომერ პირველ ტელევიზიად საქართველოში. იყო თუ არა სამართლიანი, ის რაც მოხდა 2000 წელს?! როცა "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" იყო, რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ კაპიკებად მიგვეყიდა მე და ჯარჯის ვინმე კარსანიძისთვის. თვლით, რომ ეს სამართლიანია?!", - აღნიშნა დვალმა.

ტელეკომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, "რუსთავი 2" ერთადერთი ხელომოსაჭიდი დარჩა "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა ვერავინ მოახერხებს მისი საშუალებით სიტუაციის არევას ქვეყანაში.

"რუსთავი 2" არის ერთადერთი ხელმოსაჭიდი უკვე ექსტრემისტულად ქცეული ჯგუფისთვის, ერთადერთი ბასტიონი, რომელშიც არის გამაგრებული "ნაციონალური მოძრაობა" და ყველაფერზე წავა, არაფერზე არ დაგინდობთ. სისხლის დაღვრა უნდათ? არ დაგინდობთ. აწი მე და რეზო ვართ ოფიციალური მმართველები. ვერავინ ვერ ეღირსება მაგას. მხოლოდ მშვიდობიანად იქნება ყველაფერი. არანაირი პრობლემა არ შეექმენბა არავის, არანაირი ძალადობა არ იქნება! აღკვეთილი იქნება ყველა მცდელობა, თუ მეორე მხრიდან ამის რაიმე მცდელობა იქნება. ყველამ სკაუთარ თავს ვკითხოთ, რამდენად სამართლიანაადაა გამაგრებული ის ხალხი იქ და იქცეოდა ამ წლების განმავლობაში, ან იქცევა დღეს. ეს პაატას სათქმელია, მაგრამ მე ვიტყვი. ის ადამიანი, ვინც თქვენი დირექტორი იყო, უფლებაშეჩერებულია და ნებისმიერი მისი ქმედება იქნება უკანონო. აწი თქვენი გადასაწყევტია ისევ მის ავანტიურებს შეასრულებთ, თუ კოლექტივი დაფიქრდებით იმაზე, რომ იზრუნოთ თქვენს მომავალზე, ღირს თუ არა ამის გაკეთება", - აღნიშნა დვალმა.