ბიზნემსნენის ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნებისათვის ბრძოლა, სამართლიანობის აღსადგენად დაიწყო.
როგორც ბიზნესმენმა სასტუმრო "რედისონში" დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სურს, რომ ტელეკომპანიის წილების მთლაიანდ დაბრუნების შემთხვევაში, სამართლიანობა მისი პირვანდელი მფლობელებისთვის, მისი დამაარსებლებისთვისაც აღდგეს.
"მინდა ყველა კითხვას გავცე პასუხი, როოგრი იქნება "რუსთავი 2", როდესაც საბოლოოდ გადმოვა ჩვენს საკუთრებაში. დღეს ჩემთან ერთად არიან დვალი და აქიმიძე. პირველი დღიდან გამოვაცხადე, რომ ეს არის ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. მინდა, რომ სამართლიანობა ყველა ადამიანისთვის აღდგეს, ვინც დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. თუ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. თვითონ დათო და ჯარჯი არიან ტელეკომაპნიის საწყისებიდან, მათი გაკეთებულია "რუსთავი 2", - განაცხადა ხალვაშმა.