ქიბარ ხალვაში და

ქიბარ ხალვაში და "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ

"რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, არხის 100 %-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში, ადვოკატი პაატა სალია და დროებითი მმართველი რეზო საყევარიშვილი დღეს პრესკონფერენციას გამართავენ. ერთობლივი პრესკონფერენცია სასტუმრო "რედისონში" 11:00 საათზე დაინიშნა.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიღებული განჩინებით, "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად რეზო საყევარიშვილი დანიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორს კი უფლებამოსილება შეუწყდა. იქამდე, 3 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის წილები ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.