ნიკა გვარამია - მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით

ნიკა გვარამია - მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს. 
მისი თქმით, ის იცავს "რუსთავი 2-ში" მომუშავე ადამიანების უფლებას. "რაც შემეხება მე და ჩემს კოლექტივს, კოლექტივი თვითონ გააკეთებს განცხადებას. ვინც არ უნდა გადამაყენოს, მე ვიცავ აქ მყოფი ადამიანების უფლებას, იმუშაონ თავისუფლებად, კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების ფარგლებში. მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით", - განაცხადა გვარამიამ.