"გამიჭირდება იმაზე საუბარი თუ რას აპირებს რუსეთი ან რა გეგმები აქვს"

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხს ეხმაურება. კალაძის თქმით, მას გაუჭირდება იმის პროგნოზირება, გამოიყენებს თუ არა რუსეთი აღნიშნულ საკითხს.

კალაძის მიესალმება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და აცხადებს, რომ ეს მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც აქვს სურვილი, ვინც ძალიან ხშირად მიემგზავრება რუსეთში და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს მეტი საშუალება ექნებათ დაბრკოლების გარეშე იმოგზაურონ და ეს მისასალმებელია. გამიჭირდება იმაზე საუბარი თუ რას აპირებს რუსეთი ან რა გეგმები აქვს, თუმცა ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ პრობლემა არ იქნება, პირიქით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ თავისუფლად მოახერხონ გადაადგილება", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის საუბარია რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რაც შესაძლოა კარასინი-აბაშიძის შეხვედრის ფარგლებში განხილვის საკითხი გახდეს.