პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებული ფორმატით შეხვდება.
ადმინისტრაციაში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 2 დღე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევი შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართავს.