საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის პაატა კიკნაველიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლიანად მოსთხოვა პასუხი „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თეორიულად შეუძლია, საქმე წარმოებაში მხარეთა მოსმენის გარეშე მიიღოს, თუმცა, რადგან ეს დანარჩენ ორ შემთხვევაში არ გააკეთა, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმესთან ერთად უნდა განეხილა, ეჭვს იწვევს, რატომ მიიღო მაინცდამაინც ტელეკომპანიის საქმე წარმოებაში მოსმენის გარეშე.
"საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია თეორიულად გადაწყვიტოს საქმის წამროებაში მიღების საკითხი მხარეთა მოსმენის გარეშე. თუმცა, საქმის სირთულიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც წესი, საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხებს წყვეტს მხარეთა მოსმენის შემდეგ, განსაკუთრრებით მაშინ, თუ წარდგენილია მოთხოვნა გასაჩივრებული ნორმატიული აქტის, ან ნორმის შეჩერების თაობაზე. ანალოგიურ ნორმასთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, ორი საკონსტიტუციო სარჩელი იყო შეტანილი და მასთან დაკავშირებით გამწესრიგებელი სხდომა ჩაინიშნა, თუმცა შემდეგ სხდომა აღარ შედგა, რადგან გამოიხმო მოსარჩელეებმა თავიანთი სარჩელი. ზუსტად ანალოგიურ სარჩელთან დაკავშირებით არ მოხდა ზეპირი მოსმენის დანიშვნა, ეს შეიძლება გარკვეულ საფუძელს აჩენდეს ეჭვისთვის. თუ ვთქვათ კომპანია "იქსის" მოთხოვნა, რომ იმავე ნორმასთან დაკავშირებით მიეღო კონსტიტუციური სარჩელი და შეეჩერებინა სადავო ნორმის მოქმედება თუ იმსახურებდა იმას, რომ ზეპირი მოსმენით განხილულიყო და ორივე მხარეს მიცემოდა თავისი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა, იგივე პრინციპი რატომ არ იქნა დაცული ამ კმონკრეტულ შემთხვევაში?! მითუმეტეს, რომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი იყო ამ ორ სარჩელს შორის შუაში შეტანილი. ჯერ ერთი შევიდა, მერე "რუსთავი 2"-ის და შედმდეგ მესამე. ორი სარჩელი - პირველი და მესამე გაერთიანდა და დაინიშნა განმწესრიგებელი სხდომა მხარეთა მონაწილეობით, ხოლო "რუსთავი 2"-ის სარჩელთან დაკავშირებით არ დაინიშნა. ეს ქმნის ეჭვის საფუძველს", - განუცხადა დეპუტატმა "პირWელს".
კიკნაველიძის თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადასაწყევტია, დაემორჩილება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.
"რუსთავი 2"-ის გადასაწყვეტია, დაემორჩილოს, თუ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც, ორდინალურ სასამართლოსაც, თუ თვლის რომ მისი რაიმე უფლება შეილახა კანონით, ნორმატიული აქტით, თუ რაიმე დე-ფაქტო ქმედებით. ამიტომ ეს ყველაფერი მხოლოდ "რუსთავი 2"-ის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული", - აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძის მტკიცებით საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით და გვერდი აუარა არსებულ პრაქტიკას.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ არც კი მოუსმინა პარლამენტს, მაშინ როცა გადაწყვეტილებების მიღება მხარეების მოსმენის შემდეგად ხდება. კობახიძემ „რუსთავი 2“-ს მოუწოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს და საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართოს.
თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა საკნოსტიტუციო სამართლომ, სადაც ნათქვმია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი როგორც წესი ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკნოსტიტუცი სასამართლოში აცხადებენ, რომ თითოეულ საქმეს იმ ვადაში იხილავენ, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად.
"ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა არგუმენტების მოსმენა აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად, ან მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები საჭიროებს დაზუსტებას. ვინაიდან N675 კონსტიტუციურ სარჩელში ნათლად და არაორაზროვანდ იყო მითითებული ყველა ის საკითხი, რისი გამორკვევაც აუცილებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებისთვის და, ამასთან, სასამართლოს ჰქონდა პასუხი სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.