პულკოვოს აეროპორტში შარმ-ელ შეიხში მიმავალი მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

პულკოვოს აეროპორტში შარმ-ელ შეიხში მიმავალი მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილ თვითმფრინავს, რომელიც პულკოვოს აეროპორტიდან ეგვიპტეში, შარმ-ელ შეიხში მიფრინავდა, შასის ღერძი გაუტყდა.

ინფორმაციას ამის შესახებ, პულკოვოს აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს იგორ ლაპტაევზე დაყრდნობით, რადიოსადგური „ლაპარაკობს მოსკოვი“ ავრცელებს.

აეროპორტის წარმომადგენელის განცხადებით, მოხდა თვითმფრინავში მყოფი მგზავრების ევაკუაცია და მიმდინარეობს გამოძიება.

ლაინერი, რომელიც შარმ-ელ შეიხში უნდა გაფრენილიყო, იმ ავიაკომპანიას ეკუთვნის, რომლის თვითმფრინავიც სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა.

რუსეთისა და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბუგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი "Airbus A321" სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 217 მგზავრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა.