ნატო-ს და ევროპის არჩევანი შეურყეველია და აქ ცვლილება მოსალოდენლი არ არის

ნატო-ს და ევროპის არჩევანი შეურყეველია და აქ ცვლილება მოსალოდენლი არ არის

იმის მიუხედავად, რომ ევროპის დედაქალაქები შორია, ჩვენ მაინც ევროპაში ვართ და მის ერთ-ერთ დედაქალაქში – თბილისში მოგესალმებით, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ევრონესტის სოციალურ საკითხთა, საგანმანათლებლო, კულტურისა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს მიესალმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) სოციალურ საკითხთა, საგანმანათლებლო, კულტურისა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის სესია ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს.

"საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს მემკვიდრეობით ქართველი ხალხის არჩევანს გადასცემს – ეს არის ნატო-ს არჩევანი, ევროპის არჩევანი. ეს არჩევანი შეურყეველია და აქ ცვლილება მოსალოდენლი არ არის. ჩვენ ვგრძნობთ ისტორიულ კავშირს ჩვენს დედასთან, ჩვენს ევროპასთან. იმის მიუხედავად, რომ ევროპის დედაქალაქები შორია, ჩვენ მაინც ევროპაში ვართ და მის ერთ-ერთ დედაქალაქში, თბილისში მოგესალმებით", - მიმართა სტუმრებს ლევან ბერძენიშვილმა.

ევრონესტის სოციალურ საკითხთა, საგანმანათლებლო, კულტურისა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის სესიაზე კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე აგნიეჟკა კოზლოვსკა-რადევიჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილებისა და უნივერსიტეტების დიპლომების ორმხრივი აღიარების შესახებ ანგარიშს წარმოადგენს.