რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და "ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
საუბარი შეეხო საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან არსებულ პრობლემებს და განიხილეს ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მათი ქვეყნების უცვლელი მხარდაჭერა.