უახლოეს პერიოდში თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. როგორც თურქული სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფერიდუმ სინირლიოღლუმ განაცხადა. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტერიტორიაზე ჩატარდება საბრძოლო მოქმედები და მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას თურქეთის სახმელეთო ძალები.
"უახლოეს დღეებში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებას ვგეგმავთ. ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ", - განაცხადა მინისტრმა.
სინირლიოღლუს თქმით, "ისლამური სახელმწიფო" რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.
10 ოქტომბერს ანკარაში თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა. 2 აფეთქების შედეგად სამშვიდობო მიტინგის 102 მონაწილე დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ტერაქტების უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას.