თბილისი “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

Green World Conferences-ის ეგიდით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით , 5-6 ნოემბერს თბილისი მასპინძლობს “ჰიდროტექ საქართველოს” რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას.

კონფერენციაზე საუბრობენ ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის,  საერთაშორისო პროექტებისა და საქართველოში საკანონმდებლო რეგულირების საკითხების შესახებ.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დარგის ინვესტორები, ჰიდროეელექტროსადგურების მფლობელი კომპანიები,   საკონსულტაციო კომპანიები  და იურისტები.

„ეს კონფერენცია მეორედ იმართება საქართველოში, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ევროპული კომპანიები, რომლებიც ჰიდრო ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობენ. თქვენ იცით , რომ საქართველოში ძალიან ბევრი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება და ჩვენი მთავრობისთვისაც პრიორიტეტი არის ენერგეტიკის მიმართულება. ჩვენ უნდა ავითვისოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რათა უახლოეს მომავალში  აღარ ვიყოთ ენერგეტიკულად დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე.  კონფერენციის მიზანიც  სწორედ ესაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაცნოთ ინვესტორებს ის პოტენციალი , რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, რომელიც ენერგეტიკის დარგში არსებობს და დარწმუნებული ვარ ბევრი კომპანია კიდევ უფრო დაინტერესდება ამ მიმართულებით.

დაახლოებით  3 ათას მეგავატზე უკვე არის ხელმოწერილი  ახალი ხელშეკრულებები ,ეს პროექტები აუცილებლად უნდა  განხორციელდეს და ჩვენ მაქსიმალურად კარგ პირობებს ვქმნით იმისათვის, რომ ენერგეტიკული რესურსები ავითვისოთ. კონფერენციაზე არიან წარმოდგენილი სხვადასხვა ევროპული კომპანიები , რომლებიც გარდა ჰიდროენერგეტიკის მიმართულებისა , ქარის და თბო სადგურების მიმართულებითაც ინტერესდებიან.“ - განაცხადა კახა კალაძემ ,  კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.