„აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, ვერც „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკება“

„აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს, ვერც „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკება“

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დაწყებასა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანა გაზის დიდ მოცულობას აზერბაიჯანიდან იღებს და აღნიშნულ ქვეყანასთამ სტრატეგიულ პარტნიორობას ვერაფერი შეუშლის ხელს.

„ალიევის ვიზიტთან არაფერ შუაშია „გაზპრომი“. „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკებები ესაა ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც წლების წინ იყო, დღესაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება. ეს ურთიერთთანამშრომლობა იყო და ჩვენ გავაგრძელებთ. მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. გაზის დიდ მოცულობას ვიღებთ აზერბაიჯანიდან. ამ ურთიერთობებს ვერაფერი შეუშლის ხელს. ვერც „გაზპრომთან“ დაწყებულ მოლაპარაკებები, რომელიც ყოველწლიურად იყო, დღესაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დეკემბრის ბოლომდე გაიმართება, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.