"ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან შესაძლო თავდასხმის პრევენციის მიზნით, რუსეთმა სირიაში საზენიტო-სარაკეტო სისტემები განალაგა. ამის შესახებ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ვიქტორ ბონდარიოვმა გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდასთან" საუბარში განაცხადა.
"ჩვენ გავთვალეთ ყველა შესაძლო საფრთხე. იქ არა მხოლოდ გამანადგურებლები, მოიერიშეები, ბომბდამშენები და ვერტმფრენები, არამედ საზენიტო-სარაკეტო სისტემებიც განვალაგეთ. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა მან.
ბონდარიოვის ინფორმაციით, ამჟამად სირიაში, საბრძოლო ოპერაციაში საავიაციო ტექნიკის 50-ზე მეტი ერთეული მონაწილეობს.
ბონდარიოვის განცხადებით,-"იქ 50-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენია. ზუსტად იმდენი, რამდენიც გვჭირდება."
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა რუსეთი სირიის პროვინცია ჰომსსა და ჰამასში სახმელეთო არტილერიის განლაგებაში დაადანაშაულა.