ჯონ კირბი:   აშშ ყურადღებით აკვირდება

ჯონ კირბი: აშშ ყურადღებით აკვირდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას

აშშ ყურადღებით აკვირდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, პრესის თავისუფლების საკითხი განხილული იყო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პლენარულ სესიაზეც.

"ჩვენ "რუსთავი 2"-ის საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით და კვლავ მივადევნებთ თვალყურს მოვლენების განვითარებას იმ სააპელაციო პროცესების შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა, თბილისის სასამართლოს ვერდიქტს მოჰყვეს", - განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, აშშ მიესალმება მხარეების მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციას სასამართლოს პირველად გადაწყვეტილებაზე.

"მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - დემოკრატიის აუცილებელი საფუძველია, საქართველოს ევტოატლანტიკური ინტეგრაციისთვის კი - გადამწყვეტია", - აღნიშნა კირბიმ.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პანირტორობის პლენარული სესია ორშაბათს გაიმართა.