"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ მოდულის შენობა 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.
როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმიდან, სისხლის სამართლის პასუხისგებაში პირების მიცემა, აბსურდია.
"უბრალოდ პროცედურული დაცვა ხდება, მისვლა და მოსვლა. ისევ შემოიხედე გენაცვალეზე ვრჩებით. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე როგორც დაიწყო, ისე დამთავრდება – არაფრით. ამ საქმიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში პირების მიცემა აბსურდია", - განაცხადა თარგამაძემ.
გივი თარგამაძე ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე, 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, იმ სატელეფონო ჩანაწერების ირგვლივ დაკითხეს, რომელიც უკრაინულმა საიტმა გამოაქვეყნა.