განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციის შეხვედრა აშშ-ის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენელებთან 5 ნოემბერს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ( ინგოროყვას ქ.#7) განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია აშშ-ის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
აშშ-ის 20-ზე მეტი კოლეჯისა და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ამერიკული უნივერსიტეტების მე-6 ყოველწლიურ გამოფენაზე დასასწრებად არის ჩამოსული. აღნიშნულ საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობას განათლების საერთაშორისო ცენტრიც მიიღებს, რათა დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობის შესახე ინფორმაცია მიაწოდოს. გამოფენა ორგანიზებულია საერთაშორისო განათლების ცენტრისა და Education USA - განათლება ამერიკაში ქსელის მიერ, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების მხარდაჭერით.
შეხვედრაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ცენტრის სიახლეებსა და პროგრამებს გააცნობს და პარტნიორი უნივერსიტეტების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მათთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმას დასახავს. განათლების საერთაშორისო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო საკონტაქტო პირი - ეკა კვიტაშვილი (577178064)