„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც მან დაკითხვაზე შესვლის წინ განაცხადა, პრობლემაა, როცა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი მომღერალ ქალბატონებს კითხავს. მისივე თქმით, აღნიშნული დეპარტამენტის ფუნქციონირებაში დიდი პრობლემაა.
„ჩვენ ვიძახდით ღია ინტერვიუებში იმას, რომ ფიზიკურად ვართ მზად დავიცვათ „რუსთავი 2“. ამიტომ, აქ პრობლემას ვერ ვხედავ. საქმესთან დაკავშირებით სერიზული ლაპარაკი არ შეიძლება. უფრო დიდი პრობლემაა, როცა ქვეყანაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ფუნქციონირების მიმართულებით უამრავი საფრთხეა, მისი ფეხზე დამყენებელი კი ციხეში ზის. როცა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი მომღერალ ქალბატონებს კითხავს, ესაა პრობლემა და არა ის, მე მოვალ თუ არა აქ“, - განაცხადა თარგამაძემ.