აშშ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ინიციატივის მნიშვნელობას ახალი აბრეშუმის გზის პროექტთან დაკავშირებით

აშშ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ინიციატივის მნიშვნელობას ახალი აბრეშუმის გზის პროექტთან დაკავშირებით

 სტრატეგიული პარტნიორობის კომისია რეგიონში საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის, მზარდ ეკონომიკურ როლს მიესალმება, რასაც ახლახანს გამართული აბრეშუმის გზის ფორუმიც ადასტურებს. აღნიშნულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“სტრატეგიული პარნტიონობის კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”, ნათვქამია განცხადებაში. "აშშ-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის, გარემოს, ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროებში", - ნათქვამია განცხადებაში.