მმართველ უმრავლესობაში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებას არ გამორიცხავენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ თემაზე მსჯელობა იყო , მათ შორის - პრემიერ-მინისტრთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ "დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფლებამოსილებები საგარეო უწყების საქმიანობის ერთგვარი გამეორებაა და საკონსულო სამსახურის დუბლიკატს წარმოადგენს".
ამასთან, უმრავლესობის წევრები არც იმას მალავენ, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის მიერ დაფიქსირებული უარყოფითი პოზიცია არ მოეწონათ.