„ხალხს არამარტო ვაგროვებდით, არამედ მოვუწოდებდით, შეკრებილიყვნენ „რუსთავი 2“-თან

„ხალხს არამარტო ვაგროვებდით, არამედ მოვუწოდებდით, შეკრებილიყვნენ „რუსთავი 2“-თან

„თავისუფალი ზონის“ ლიდერი კობა ხაბაზი ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

როგორც მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე განაცხადა, „თავისუფალი ზონა“ ავრცელებდა მოწოდებებს, რომ საზოგადოება „რუსთავი 2“-თან შეკრებილიყო და მათთვის მხარი დაეჭირათ.

„მაინტერესებს, ამხელა სპეცოპერაცია რისთვის დასჭირდა ივანიშვილს და პუტინს, იმისთვის რომ გამოევლინათ ვინ ვიყავით იქ. ყოველდღიურად გამოვდიოდით და ვამბობდით, რომ უნდა დაგვეცვა „რუსთავი 2“. ხალხს არამარტო ვაგროვებდით, არამედ მოვუწოდებდით, რომ მოსულიყვნენ და შეკრებილიყვნენ „რუსთავი 2“-თან“, - განაცხადა კობა ხაბაზმა.