უკაინული ვებ-გვერდი დათა ახალაიასა და რომეო საჯაიას საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს

უკაინული ვებ-გვერდი დათა ახალაიასა და რომეო საჯაიას საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს

უკრაინული ვებგვერდი "uarevo.in.ua" კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიასა და ადვოკატ რომეო საჯაიას საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

დათა ახალაიასა და რომეო საჯაიას საუბრის თემა ძირითადად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან ხალხის, მათ შორის სპეცრაზმელების მიყვანას ეხება.

"ისეთი ინფორმაციაა, რომ სპეცრაზმელებს გადააცმევენ სამოქალაქო ფორმას, ვითომ ხალხი მიცვივდა. პოლიცია რომ არ შევიდეს მაგიტომ",- ამბობს ჩანაწერში რომეო საჯაია.

ამავე ჩანაწერში, დათა ახალაია ადვოკატს ეუბნება, რომ ტელეკომპანიის შენობასთან სპეცრაზმი დააყენონ და შესვლის უფლება, არავის მისცენ.