„ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, საქართველომ უკრაინას პარტნიორული განმარტება უნდა მოსთხოვოს“

„ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, საქართველომ უკრაინას პარტნიორული განმარტება უნდა მოსთხოვოს“

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობა უნდა აკონტროლებდეს იმას, რაც მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება.

კითხვაზე, რა პრევენცია უნდა გაატაროს სახელმწიფომ ბოლო დროს აუდიო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას სხვა არაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნებისგან პარტნიორული განმარტება მოისმინოს.

„ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობა უნდა აკონტროლებდეს და ჩვენ შემთხვევაშიც აკონტროლებს რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება. რაც შეეხება კადრების გავრცელებას სხვა ტერიტორიაზე, ამაზე ჩვენ რამე ქმედითი ღონისძიება არ ძალგვიძს, გარდა იმისა, რომ ვთხოვოთ პარტნიორული განმარტება ამის შესახებ მეზობელ ქვეყნებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.