„რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატები გაანადგუროს“

„რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატები გაანადგუროს“

აშშ-ს არმიის შტაბის მეთაური მარკ მილლი აცხადებს, რომ რუსეთი მეტ საფრთხეს უქმნის ამერიკის არსებობას, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაური, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აშშ-ს განადგურება შეუძლია.

„რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატები გაანადგუროს. ეს საფრთხე მათი ბირთვული პოტენციალის გამო გვექმნება. ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნებსაც გააჩნიათ, მაგრამ იმდენი, რამდენიც აქვს რუსეთს, არავის და სხვას არავის აქვს საშუალება, პირდაპირი მნიშვნელობით გაანადგუროს ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან ძნელია მათი მიზნების განსაზღვრა. ერთ-ერთი საშუალება ამისთვის რუსეთის წარსული ქმედებების გადახედვაა“, - განაცხადა მარკ მილლიმ.

მისი თქმით, რუსეთი ძალიან ხშირად არღვევს საერთაშორისო ნორმებს, რომლებიც ჯერ კიდევ 1919 წლის ვერსალის შეთანხმებიდან მოყოლებული მოქმედებს.

„ისინი თავს დაესხნენ სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებს. მათი ქმედებები ბირთვული შესაძლებლობების ფონზე, არის აგრესიული. ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები მათ სპეციალური დანიშნულების ძალებად გადააქციეს. რუსეთს ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ. სწორედ ამიტომ, მე ვაცხადებ, რომ ისინი ნომერ პირველ მტერს წარმოადგენს აშშ-სთვის“, - განაცხადა შტაბის მეთაურმა.

გენერალი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია აშშ-ს და მის პარტნიორებს ჰქონდეთ საპარტნიორო ურთიერთობები რუსეთთან იმ სფეროებში, სადაც არსებობს საერთო ინტერესები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თვალს დახუჭავენ რუსეთის მხრიდან აგრესიის გამოვლენაზე.

„ერთის მხრივ, ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ჩვენი სამხედრო პოტენციალი მაღალ დონეზე, რათა მომავალში რუსეთის აგრესია შევაკავოთ. ჩვენ მაღალ დონეზე უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიცია და მყარად უნდა დავიცვათ ის, როცა აგრესიის გამოვლენა იქნება, ვუპასუხოთ სანქციებით და მსგავსი ქმედებებით“, - განაცხადა გენერალმა მილლიმ.